Saturday, October 1, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო,,ადამიანი და გარემო
ამ დღეს საბოლოოდ შევცვალე და რედაქტირება გავუკეთე გეგმას.გავაკეთე პროექტის
პრეზენტაცია,შემდეგ ჩემი პროექტი ავტვირთე ბლოგზე.
ამ ცხრა დღემ მასწავლა ჩემი პორტფოლიოს შექმნა,რომელშიც შესაძლებელია ცვლილებების შეტანა.მასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენება.აგრეთვე, ვისწავლე,როგორ ავუმაღლო მოტივაცია მოსწავლეებს.ეს მეთოდი
დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

Sunday, September 25, 2016

მერვე დღე

მერვე დღე დამეხმარა დავფიქრებულიყავი მასწავლებელზე,როგორც დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოსწავლის მხარდაჭერაზე შემდეგი თვალსაზრისით:მასწავლებელი დიფერენცირებულ მიდგომას იყენებს პროექტული სწავლების დროს,რათა ყველა მოსწავლე ჩაერთოს აქტივობებშიმათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.მასწავლებელი ქმნის მოსწავლის სავარჯიშოს ელექტრონულ ფორმატში,რათა მან შეძლოს დამოუკიდებლად თავისი უნარ-ჩვევების  და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება.გავუკეთოთ მოსწავლეებს სკაფოლდინგი სწავლის გასაადვილებლად.

მეშვიდე დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით;გავეცანი და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი, რომელიც მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს დაგეგმილი სამუშაო სტრუქტუირებულად შეასრულოს.შევკმენით მოსწავლის ნასრომის შეფასების რუბრიკა,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს პროცესის შეფასებაში.ავღწერეთ შეფასების მეთოდები პორტფოლიოს შეფასების რუბრიკით,შევუფასეთ კოლეგებს მოსწავლის ნაშრომი მივეცითგანმავითარებელი კომენტარი.

Sunday, September 18, 2016

მეექვსე დღე

მოსწავლეების საჭიროებების,ინტერესების,უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების გათვალისწინებით შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ამით მოვახდინე მოსწავლის ცოდნის გამთლიანება,საკვანძო საკითხების განხილვა.ასევე,მოსწავლის ნაშრომისთვის შევქმენი მისი შეფასების ინსტრუმენტი-ჩეკლისტი.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტის    
სწავლის პროცესზე.კერძოდ,საკუთარ ბლოგზე დავდეთ ტრენერის ბლოგი,რათა გავცნობოდი ჩემი კოლეგების ბლოგებს და დამეთვალიერებინა მათი პროექტების პრეზენტაციები.დავუწერე განმავითარებელიშეფასჩება მკაფიოდ გაწერილი რუბრიკის მიხედვით.განმავითარებელი შეფასება პროექტის საკვანძო კითხვებს,მიზნებსა დაამოცანებს შეეხებოდა.ვისწავლეთ,როგორდავიცვათ საავტოროუფლებები.ინტერნეტში მოძიებული მასალებისა.თუკი საძიებო სისტემის დიაპაზონს შევამცირებთ ან ბრჭყალებში  ჩავსვამთ.ვისწავლეთ ბუკმარკის გამოყენება სასურველი საპროექტო საკითხების შესანახად.

Wednesday, September 7, 2016

მეოთხე დღე


ეს მოდელი დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.შევქმენით პროექტის გეგმის დროში გაწერილი შეფასების გეგმა,რომელიც მორგებულია შეფასების ჩემი პროექტის აქტივობებზე.შევქმენით მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტი.
ჩვენი პროექტის აუდიტორიისათვის გასაცნობად გავაკეთეთ პრეზენტაცია პოვერპოინტში.

Tuesday, September 6, 2016

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.საგნობრივი სტანდარტები,ზოგადი და შინაარსობრივი შეკითხვების დასმა დამეხმარება პროექტის წარმართვასა და განხორციელებაში,მოსწავლეების გამოწვევაში.თემატური შეკითხვები მოსწავლეებს საკვანძო საკითხებზე ამახვილებინებს ყურადღებას.